სიახლეები
ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-06-15 ]

იურიდიული ენა მეცნიერულ ენათა რიგს განეკუთვნება. მასში ხშირია ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც არაიურისტისათვის სრულიად უცხოა. აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ შეიქმნა ,,ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი”, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად მარტივი ენით აუხსნას იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეებს საკვანძო სამართლებრივ ცნებათა არსი. მსგავსი შინაარსის ლექსიკონების ნახვა მრავლადაა შესაძლებელი უცხოური სასამართლოების ვებ-გვერდებზე.
ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სასამართლო მოხელეებისათვის, რადგან დაეხმარება მათ სრულად მიიტანონ მოქალაქემდე მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია.
ლექსიკონი შედგება 63 გვერდისაგან და მასში განმარტებულია 410 იურიდიული ცნების მნიშვნელობა.
გთხოვთ, ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tbappeal@court.ge

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება