სიახლეები
უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარი
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-07-14 ]

ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შექმნილი უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარის მიმართ. სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემობა, ცნობარში უფრო დეტალური ინფორმაცია ასახა და გააერთიანა ყველა მათგანი PDF-ის ფორმატის ერთ დოკუმენტში. შედეგად შესაძლებელი გახდა როგორც ცნობარის გადმოწერა პერსონალურ კომპიუტერზე, ასევე მისი ამოპრინტერება.

უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარში
უფასო იურიდიული მომსახურების ცნობარში მოცემულია იმ იურიდიულ ბიუროთა საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე (pro bono) ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.
აღნიშნული ცნობარი არსებითად განკუთვნილი იმ პირთათვის ვინც საკუთარ თავს თავად იცავენ (self-defendent). ცნობარი ხელს შეუწყობს ამ პირებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობას, ემსახურება მათ როგორც უფასო გზამკვლევი ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღებად.

თუკი მოქალაქეებს სთავაზობთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, მაგრამ ცნობარში თქვენი იურიდიული ბიურო არ არის მითითებული, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (tbappeal@court.ge).
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება