სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-08-01 ]

2010 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- ცვლილება:
ა. 116-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის) პირველი - მე-9 ნაწილები, შენიშვნის მე-4, მე-6-მე-8 ნაწილები;
ბ. 117-ე მუხლი (ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება);
გ. 1181 მუხლის (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა) პირველი და მე-2 აბზაცები, შენიშვნის მე-3 ნაწილი;
დ. 119-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა) პირველი, მე-5, მე-6, მე-8, შენიშვნის მე-4-მე-6 ნაწილები;
ე. 119-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა) შენიშვნის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნა;
ვ. 120-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება) მე-3 და მე-4 ნაწილები, შენიშვნის მე-3-მე-6 ნაწილები;
ზ. 121-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის) მე-3 ნაწილი და შენიშვნა;
თ. 122-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით) პირველი ნაწილი;
ი. 123-ე მუხლის (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) პირველი ნაწილი, შენიშვნის მე-2 და მე-4 ნაწილი;
კ. 125-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) მე-4-მე-6, მე-7, მე-9 და მე-10 ნაწილები, შენიშვნის მე-2-მე-4, მე-5 ნაწილები;
ლ. 127-ე მუხლის (ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა) მე-2 და მე-3 ნაწილები.
- დამატება:
ა. 116-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის) შენიშვნის მე-41 ნაწილი;
ბ. 290-ე მუხლის (დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები) მე-5 ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- ცვლილება:
ა. 302-ე მუხლის (იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია) მე-6 ნაწილი;
ბ. 306-ე მუხლი (განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ).
- დამატება:
ა. 302-ე მუხლის (იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია) 11 და მე-7 ნაწილები.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს კანონი ″სააღსრულებო წარმოებათა შესახებ″
- ცვლილება:
ა. 1-ლი მუხლი (კანონის გამოყენების სფერო);
ბ. მე-4 მუხლის (აღსრულების ეროვნული ბიურო) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნა;
გ. მე-5 მუხლის (სააღსრულებო ბიურო) მე-3 პუნქტი;
დ. მე-6 მუხლის (აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები) მე-2 პუნქტის ”გ” ქ/პ;
ე. მე-12 მუხლი (აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები);
ვ. 146 მუხლის (კერძო აღმასრულებელი) მე-6 პუნქტი;
ზ. 147 მუხლის (კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია) მე-3 პუნქტი, მე-5 პუნქტის ”ბ” ქ/პ;
თ. 191 მუხლის (მოვალეთა რეესტრის წარმოება) მე-5 და მე-6 პუნქტები;
ი. 192 მუხლის (რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები) პირველი და მე-2 პუნქტები;
კ. 21-ე მუხლის (სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება, სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები) მე-3 პუნქტის ”ვ” ქ/პ;
ლ. 28-ე მუხლის (წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ) მე-3 პუნქტი;
მ. 34-ე მუხლის (აღსრულების შეწყვეტა) მე-2 პუნქტი;
ნ. 38-ე მუხლის (სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური);
ო. მე-40 მუხლის (მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება) მე-7 პუნქტი;
პ. 71-ე მუხლი (იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი);
ჟ. 72-ე-74-ე მუხლები ამოღებულ იქნა;
რ. 75-ე მუხლის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება) მე-4 პუნქტი;
ს. 75-ე მუხლის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება) 41 პუნქტი ამოღებულ იქნა;
ტ. 76-ე მუხლი (აუქციონის შედეგის გაუქმება);
უ. 761 მუხლის (ნივთის რეალიზაცია) სათაური და მე-3 პუნქტი;
ფ. 761 მუხლის (ნივთის რეალიზაცია) 31 პუნქტი ამოღებულ იქნა;
ქ. 77-ე მუხლი ამოღებულ იქნა;
ღ. 771 მუხლის (ნივთის ნატურით გადაცემა) მე-5-მე-6, მე-8 პუნქტები;
ყ. 823 მუხლის (პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები) პირველი და 11 პუნქტები;
შ. 95-ე მუხლის (დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი) მე-2 პუნქტი;
ჩ. 96-ე მუხლი ამოღებულ იქნა.
- დამატება:
ა. 191 მუხლის (მოვალეთა რეესტრის წარმოება) 11 პუნქტი;
ბ. 34-ე მუხლის (აღსრულების შეწყვეტა) პირველი პუნქტის ”ვ” ქ/პ;
გ. 761 მუხლის (ნივთის რეალიზაცია) მე-6 პუნქტი;
დ. 771 მუხლის (ნივთის ნატურით გადაცემა) 61 პუნქტი;
ე. 113-ე მუხლის (გარდამავალი დებულებანი) 23-ე პუნქტი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება