კონფერენცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში
[ 2010-10-01 ]
,,სწრაფი და ეფექტური საქმისწარმოების განვითარება” ამ თემაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლებმა, აგრეთვე სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტმა (JAMR) მიიღო.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო და პრაქტიკულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად დაჩქარა საქმისწარმოება თბილისის სააპელაციო და სხვა სასამართლოებში. წინა წლებთან შედარებით შემცირდა საქმის წარმოებაში ნაშთის სახით არსებულ საქმეთა რაოდენობა, აგრეთვე მოგვარდა მხარეეებთან კომუნიკაციისა და მათთვის უწყებათა ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები. |