სტაჟიორთა კონკურსი მიმაგრებული ფაილის გადმოწერა | [ 2010-10-04 ]
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟირების გავლის მსურველთა კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული კონკურსი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოველწლიურად ცხადდება. კონკურსში გამარჯვებული მსურველები 6 თვიან სტაჟირებას ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადიან. წარმატებული სტაჟიორები ინიშნებიან სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე (მათი სპეციალიზაციის მიხედვით). ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში 50-მდე ყოფილი სტაჟიორი მუშაობს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება 2010 წლის 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. |