სიახლეები
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

[ 2011-01-18 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურომ შეიმუშავა სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა.
პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გამოთვლა შესაბამისი არითმეტიკული ოპერაციის ჩატარების გარეშე.
პროგრამა სასამართლოს მოხელეებსა და პრაქტიკოს იურისტებს დაეხმარება ტექნიკური სამუშაოს შესრულებაში. იგი განსაკუთრებით სასარგებლო არის თვითდამცველი პირებისათვის (self-defendents).
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბაჟის პროგრამული გამოთვლა წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებში.
ვიმედოვნეთ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს უფრო სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.
თუკი აღმოაჩენთ ხარვეზს, გაგიჩნდებათ კითხვა ან გაქვთ წინადადება პროგრამის გასაუმჯობესებლად, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tbappeal@court.ge
ჩვენ ყველა თქვენს მომართვას გულმოდგინედ განვიხილავთ.
გაითვალისწინეთ, რომ მოცემულ პროგრამაში წარმოდგენილი მონაცემები და გათვლები ეფუძნება მხოლოდ მის ავტორთა განსჯას. შესაბამისად, პროგრამაში წარმოდგენილ ან/და გენერირებულ ინფორმაციას არ გააჩნია სავალდებულო ძალა სასამართლოსათვის.
გისურვებთ წარმატებებს.

www.library.court.ge/fee/index.php
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება