სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული დარბაზიდან გაათავისუფლა

[ 2011-03-07 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ არჩილ ჯამაგიძის საქმის განხილვა დაასრულა.
არჩილ ჯამაგიძეს მსჯავრი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში დაედო.
ფირმის დირექტორმა არჩილ ჯამაგიძემ ბანკიდან კრედიტის დასაფარად შეღავათიანი პირობების მიღების მიზნით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყალბად დაამზადა დოკუმენტი და იგი წარუდგინა „საქართველოს ბანკს“. ამ ქმედებით „საქართველოს ბანკი“ შეცდომაში შეიყვანა, რითაც ბანკს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით არჩილ ჯამაგიძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას სასჯელის ვადის ათვლა 2010 წლის 4 მაისიდან დაეწყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ ბრალდების და დაცვის მხარის მოთხოვნათა გათვალისწინებით და საქმეში არსებული მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია არჩილ ჯამაგიძისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება