სიახლეები
მილიონერი თაღლითი

[ 2011-03-09 ]

თაღლითობა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, ამ კატეგორიის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა.

წარსულში თაღლითობაზე ნასამართლევ 36 წლის ნინო კაპანაძეს მსჯავრი მეორეჯერაც თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში დაედო. ჩადენილი დანაშაულისათვის მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაზარალებული ზიონ ნეჰორაის სასარგებლოდ 1.017.000 (ერთი მილიონ ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

საქმის მასალების მიხედვით 2008 წლის იანვარში ნინო კაპანაძემ გაიცნო ისრაელის მოქალაქე მეირ ზიონ ნეჰორაი და იმავდროულად შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ფლობდა უძრავ ქონებას.

ნინო კაპანაძემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დაამზადა ყალბი მინდობილობა, რის საფუძველზეც თავის სახელზე გაიფორმა მეირ ზიონ ნეჰორაის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა და მისი ნების საწინააღმდეგოდ, უძრავი ქონება, 80 000 (ოთხმოციათასი) აშშ დოლარად გაყიდა.

ამის შემდეგ, ნინო კაპანაძემ, კვლავ დაამზადა ყალბი მინდობილობა, და მეირ ზიონ ნეჰორაის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება 400 000 (ოთხასიათას) აშშ დოლარად გაასხვისა.

ნინო კაპანაძე სააპელაციო საჩივრით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას და მისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდა. მისი მტკიცებით, მან ეს ქმედებები მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გამო ჩაიდინა.

სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის პოზიცია არ გაიზიარა, რადგან ნ. კაპანაძის მიერ დასახელებული პიროვნებების არსებობა ვერ დადგინდა. ხოლო დაზარაელბულის და მოწმეთა ჩვენებებით, მინდობილობებზე გაკეთებული ხელმოწერებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ. კაპანაძე ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით თაღლითურად მართლაც დაეუფლა ისრაელის მოქალაქის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებას.

ჩადენილი ქმედებისთვის კაპანაძე 15 წლიან სასჯელს მოიხდის.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება