სიახლეები
თაღლითური საპროცესო შეთანხმება

[ 2011-03-22 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. შარვაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. მსჯავრდებულს თაღლითობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მ. შარვაძემ საპროცესო შეთანხმების სანაცვლო 10 900 აშშ დოლარის მითვისება თაღლითური გზით შეძლო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. შარვაძემ ნაცნობი ნ. ქავთარაძე, რომლის შვილი დაკავებული იყო ნარკოტიკული დანაშაულისათვის მოატყუა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის 10 900 აშშ დოლარი გამოართვა.
მსჯავრდებულს ეს თანხა თითქოს პროკურატურის მუშაკისთვის მიქონდა, ის კი საქმის საპროცესო შეთანხმებით მოგვარებას პირდებოდა.
მ. შარვაძის თაღლითური დანაშაულის შესახებ დაზარალებულმა შვილის სასამართლოზე შეიტყო, დედა დარწმუნებული იყო რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდებოდა, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ არც ბრალდების და არც დაცვის მხარემ აღნიშნულის თაობაზე არაფერი იცოდა.

მ. შარვაძის თაღლითური განზრახვის გამჟღავნებისთანავე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით მ. შარვაძე დააკავეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მას თაღლითობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულმა მომართა და გამართლება მოითხოვა. მისი თქმით აღნიშნული თანხა მან დაზარალებულისგან ისესხა და არასდროს დაპირებია შვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას.

სააპელაციო სასამართლოში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით, რომელსაც, როგორც სასამართლო განხილვისას გამოიკვეთა, არანაირი ინტერესი არ ქონდა შარვაძისთვის დანაშაულის დაბრალებისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა მსჯავრდებულის ბრალეულობა. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება