სიახლეები
საერთაშორისო სამართლებრივი კონფერენცია

[ 2011-03-28 ]

"მართლმსაჯულების ხარისხი და მისი თანამედროვე გამოწვევები" ამ თემაზე კონფერენცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 2 დღეს გაგრძელდება.
კონფერენცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ფარგლებში იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოხსენებებს გააკეთებენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება