სიახლეები
სასამართლო რეფორმის თანამედროვე გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში

[ 2011-04-04 ]

"დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, კომპეტენტურობა - სასამართლო რეფორმის თანამედროვე გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში" ამ თემაზე 2-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა.
კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორტვინ ჰენიგმა გახსნეს.
ღონისძიებაზე მოხსენებით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე წარსდგა. ვალერი ცერცვაძემ საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმის ფარგლებში მიღწეულ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე ისაუბრა.
საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციას ესწრება საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასამართლოების ასამდე წარმომადგენელი.
კონფერენციის დასასრულს დისკუსია გაიმართება, სადაც მონაწილეები სასამართლო რეფორმების მიმართულებებზე სასარგებლო რეკომენდაციებს მიიღებენ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება