სიახლეები
ქურდული სამყაროს წევრები პატიმრობაში რჩებიან

[ 2011-04-05 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქურდული სამყაროს წევრები დანაშაულისთვის სრულად აგებენ პასუხს. სააპელაციო პალატამ დამირ კირცხალიას, ლუკა მეგრელიძის, იოსებ სიორდიას და ზურაბ გოგიას საქმის განხილვა დაასრულა.
საქმის მასალების თანახმად ქურდული ტრადიციების მიმდევრები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს, "კანონიერი ქურდების" ავტორიტეტს და ხელს უწყობდნენ ქურდული წესების ფუნქციონირებას.
მსჯავრდებულები ქურდული გარჩევის გზით სარგებელის მიღებას ზ. ლორჩოშვილისგან ცდილობდნენ. დაზარალებულმა დახმარებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. დაგეგმილი ოპერაციის შესაბამისად, მან ქურდული სამყაროს წევრებს იდენტიფიცირებული 10 000 აშშ დოლარი გადასცა, რის სანაცვლოდაც ქურდული ტრადიციების მიმდევრები მას კომერციული საქმიანობის მფარველობას შეპირდნენ.
ოთხივე წევრის დაკავება დაგეგმილი ოპერაციის მსვლელობისას განხორციელდა. ჩადენილი დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი სააპელაციო წესით დაცვის მხარემ გაასაჩივრა და მსჯავრდებულთა გამართლება მოითხოვა. ოთხივე მსჯავრდებულმა სხდომაზე უარყო ქურდული სამყაროს წევრობა. მათი განმარტებით ასაღები თანხა დაზარალებულს ვალის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა.
მსჯავრდებულთა არგუმენტები სააპელაციო სასამართლოსათვის არასაკმარისი აღმოჩნდა, შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დატოვა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება