სიახლეები
დაცვის მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

[ 2011-04-14 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების დანიელ პოროშინის და ტახირ ნასიბოვის ბრალდების საქმის განხილვა დაასრულა.
ჯგუფური ყაჩაღობის ჩადენისთვის სააპელაციო პალატამ თანამონაწილეს სასჯელი 3 წლით შეუმსუბუქა.
საქმის მასალების თანახმად დ. პოროშინი და ტ. ნასიბოვი მეგობრის კუთვნილ ფერმაში მივიდნენ და მას ღვინის დალევა სთხოვეს. დაზარალებული მათ ღვინით გაუმასპინძლდა, რის შემდეგაც სტუმრებმა მას ფული მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ მსჯავრდებულებმა მეგობარი ცემეს და ცივი იარაღით დაემუქრნენ. მსჯავრდებულებმა დაზარალებულისგან ფულის ამოღება ვერ შესძლეს, სანაცვლოდ კი ღვინო და დაკლული საქონელი წამოიღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ადრე ნასამართლევ დანიელ პოროშინს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ტახირ ნასიბოვს კი სასჯელის ზომად 7 წელი და 9 თვე განესაზღვრა.
განაჩენი, სააპელაციო წესით ორივე მსჯავრდებულმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა. აპელანტებმა კვალიფიკაციის შეცვლა და სასჯელის შემსუბუქება ითხოვეს.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დანიელ პოროშინს არასრულწლოვნების დროს ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, შესაბამისად არაერთგზისობა მისი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დ. პოროშინის კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და მსჯავრდებულს სასჯელი 3 წლით შეუმსუბუქა.


[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება