სიახლეები
უვადო თავისუფლების აღკვეთა 3 პირის მკვლელობისთვის

[ 2011-05-05 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ილგარ ქარიმოვის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მას უვადო პატიმრობა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაედო.
საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ილგარ ქარიმოვი გურამ ბაღდასაროვთან საწვავის საყიდლად მივიდა. გ. ბაღდასაროვმა უარი განუცხადა, რასაც მათ შორის კამათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. კამათში გ. ბაღდასაროვთან სტუმრად მყოფი 4 პირი ჩაერთო. მსჯავრდებულმა რამდენიმე პირთან გამკლავება ვერ შესძლო და გადაწყვიტა, მათ ცეცხლსასროლი იარაღით გასწორებოდა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი აკს-ის სისტემის ავტომატით შეიარაღდა 3 პირი მოკლა, 2 კი დაჭრა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩადენილი დანაშაულისთვის ი. ქარიმოვს პირველი ინსტანციის სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულმა გაასაჩივრა და გამართლება ითხოვა. მისი თქმით, იარაღიდან გასროლას სხვა პირი აწარმოებდა და მას დანაშაული არ ჩაუდენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მოთხოვნა მისი გამართლების თაობაზე. ამასთან, სარწმუნოდ მიიჩნია გადარჩენილი დაზარალებულების პირდაპირი ჩვენებები, ილგამ ქარიმოვის მხრიდან იარაღის სროლის, მათი დაჭრისა და სამი პირის მკვლელობის თაობაზე და ასევე, მკვლელობის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები.
სააპელაციო პალატამ საბოლოოდ სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება