სიახლეები
მილიონის სანაცვლოდ გატაცებული ბიზნესმენი

[ 2011-05-06 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს
ბიზნესმენის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობისათვის 25-30 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებულებმა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი და წევრებს შორის როლები მიზანმიმართულად გაანაწილეს. ჯგუფის წევრებმა შეთანხმებული მოქმედებით მილიონის სანაცვლოდ ბიზნესმენ ჰასან ბაირაქთარის გატაცება დაგეგმეს.
ზ. ინაშვილმა, ვ. ნებიერიძემ და დ. სააკაშვილმა ყალბი გარიგების შეთავაზებით თურქი ბიზნესმენი მის პარტნიორთან, ჯგუფის ერთერთ წევრთან ერთად მოლაპარაკებაზე მოიტყუეს და თანამზრახველის დახმარებით იგი მძევლად აიყვანეს. ჯგუფის წევრებმა გათავისუფლების სანაცვლოდ ბიზნესმენის ახლობლებს მილიონი მოსთხოვეს.
სასურველი თანხის მიღების უშედეგო ლოდინის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი ორად გაიყო, ჯგუფის ორმა წევრმა თანხის დროულად მისაღებად სამალავი დატოვა, მძევალთან კი ერთი გამტაცებელი დარჩა.
რამდენიმე დღეში ჯგუფის წევრებს შორის სატელეფონო კონტაქტი შეწყდა, რამაც მძევალთან დარჩენილი გამტაცებელი შეაშინა და ჯგუფის დანარჩენი წევრების მოძებნა გადაწყვიტა. სამალავი ადგილიდან გამოსული მსჯავრდებული მძევალთან ერთად სამართალდამცავმა ორგანოებმა გზაში დააკავეს.
იმავე დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის დარჩენილი წევრების აყვანაც მოხერხდა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს 25-30 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. რაიონული სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იმ მოტივით, რომ მათი მონაწილეობა დანაშაულში მტკიცებულებებით არ დასტურდება და გამართლება მოითხოვეს.
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რადგან, დაზარალებულის ჩვენებითა და სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით უტყურად დადასტურდა ჰასან ბაირაქთარის გატაცებაში მონაწილე პირთა ბრალეულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება