სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2011-05-20 ]

2011 წლის 19 მაისიდან კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:


საქართველოს პარლამენტის დადგენილება ”საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- ცვლილება:
ა. 528-ე მუხლი (ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშკრულების მოშლა).
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
- დამატება:
ა. VII7 თავი (ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით).
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- ცვლილება:
ა. 125-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) მე-8 ნაწილი;
ბ. 239-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) მე-13 ნაწილი;
გ. 240-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი) მე-2 ნაწილი;
დ. 291-ე მუხლის (დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება) 1-ლი ნაწილი;
- დამატება:
ა. 1291 მუხლის (ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით) შენიშვნის მე-5 ნაწილი;
ბ. 240-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი) 21 ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)




[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება