სიახლეები
16 წელი ნათესავის მკვლელობისთვის

[ 2011-06-27 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ტარიელ გოგალაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. 16 წლიანი პატიმრობა მას ნათესავის მკვლელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის მიესაჯა.
საქმის მასალების მიხედვით, ტ. გოგალაძის ოჯახში, საკუთარ დასთან სავახშმოდ მისულ თეიმურაზ ბოსტაშვილს, დის მამამთილილთან შელაპარაკება მოუვიდა.
ნათესავებს შორის უთანხმოების მიზეზი ოჯახის რძლის სამკურნალოდ საჭირო თანხა გახდა. დაზარალებულმა დას სამკურნალოდ საჭირო თანხის გადახდის პირობა მისცა, რაც მამამთილმა იუკადრისა და რძლის ძმას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამამთილისა და ძმის გასაშველებლად ჩხუბში ჩართული თამარ ბოსტაშვილი ხელში დაიჭრა. მისი ძმა კი სკანდალს აერიდა და სახლიდან გამოვიდა. მსჯავრდებული დაზარალებულს სადარბაზოში დაეწია და მას დანით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ჩადენილი დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ ტ. გოგალაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა გაასაჩივრა და გამართლება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში ტ. გოგოლაძემ ჩადენილი მკვლელობა აღიარა, ხოლო რძლისთვის სხეულის დაზიანების მიყენება არა განზრახ ქმედებით, არამედ გაუფრთხილებლობით ახსნა.
სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მხარეთა მიერ აღიარებულ ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ჩვენებებს, ასევე სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომ ტ. გოგოლაძის განზრახვა მოიცავდა ძირითადი მიზნის - მკვლელობის ჩადენის გაადვილების სურვილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება