სიახლეები
პოლიციის შენობის აფეთქების მცდელობა

[ 2011-07-06 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმერ მერებაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის 22 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მსჯავრდებულმა გორის რაიონის სოფელ ტყვიავის პოლიციის განყოფილებას ხელყუმბარა ესროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის წინა ნაწილი და პოლიციის ავტომანქანები. შენობის წინ მდგომი ორი პოლიციელი კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ვ. მერებაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და მისი სახლის ჩხრეკისას კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღეს.
ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით ვლადიმერ მერებაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ვ. მერებაშვილმა ჩადენილი დანაშაული არ აღიარა და სააპელაციო საჩივრით გამართლება მოითხოვა. მსჯავრდებულის განმარტებით, მას არანაირი კავშირი არ ჰქონია დანაშაულთან და მისი სახლიდან ამოღებული ხელყუმბარაც მას არ ეკუთვნოდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა, რადგან თვითმხილვევლი მოწმეების ასევე დაზარალებული პოლიციელების ჩვენებებით, ჩხრეკაში მონაწილე ნეიტრალური პირების ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე უტყუარად დადასტურდა ვ. მერებაშვილის ბრალეულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება