სიახლეები
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმე დასრულდა

[ 2011-07-25 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების გიორგი დემეტრაძესა და დავით გაგნიძის საქმის განხილვა დაასრულა.
საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე "მაზავშიკებთან" მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს.
მოგებული თანხების ამოღებისა და გადანაწილებაში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დააეკისრა.
დავით გაგნიძეს კი დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა შეეუფარდა.
მსჯავრდებილებმა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა. სასამართლო პალატამ საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერად, ხოლო მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და შეფარდებული სასჯელის ზომა დასაბუთებულად და სამართლიანად ჩათვალა და განაჩენი უცვლელი დატოვა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება