სიახლეები
კრეატიული იდეების კონკურსი

[ 2011-09-20 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კრეატიული იდეებისთვის 29 გამარჯვებული გამოავლინა. კრეატიული იდეების კონკურსში მონაწილეობა სასამართლოს მოხელეებმა და სტაჟიორებმა მიიღეს. გამარჯვებული იდეების ავტორებს სასამართლოს მენეჯერმა თავმჯდომარის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სასამართლო საქმიანობის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში კონკურსი მაისში გამოცხადდა. სასამართლოს მოხელეები და სტაჟიორები კრეატიულ იდეებსა და მოსაზრებებს სასამართლოში არსებული შიდა ქსელის მეშვეობით აფიქსირებდნენ.
3 თვეში შემოსული 200 ნოვატორული იდეიდან 39 გაიმარჯვა. რამდენიმე მოწონებული იდეა სააპელაციო სასამართლოში უკვე დაინერგა.
კრეატიული იდეების კონკურსის გამოცხადება სასამართლოს მოხელეთა წახალისებასა და სასამართლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვას ისახავდა მიზნად. მსგავსი კონკურსის ჩატარებას სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელობა მომავალშიც გეგმავს.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება