სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ კომპანია ”აიდიეს ბორჯომს” 400 000 ლარიანი ფინანსური სანქცია მოუხსნა

[ 2011-10-04 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საგადასახადო დავა ”აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი საქართველო” ფილიალის სასარგებლოდ გადაწყვიტა და იგი 400 000 ლარიანი ფინანსური სანქციისგან გაათავისუფლა.
საგადასახადო ორგანომ ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოს საგადასახადო სამართალდარღვევა დაუდგინა და ჯარიმის გადახდა დააკისრა.
საწარმომ დარიცხვის საფუძვლიანობა სადავო გახადა ჯერ ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდზე ”აიდიეს ბორჯომს” გააჩნდა გაწეული ყველა ხარჯის დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტაცია, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო დარიცხვის განხორციელებისას არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შედარებული ინვენტარიზაციის მონაცემებთან.
ადმინისტრაციულმა პალატამ მიიჩნია რომ კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რის გამოც მას ფინანსური სანქცია არ უნდა დაკისრებოდა და ”აიდიეს ბორჯომი” 400 000 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება