სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა დაასრულა

[ 2011-10-12 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ბადრი ბიწაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძე წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებისთვის სცნო დამნაშავედ და მას თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით განუსაზღვრა.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულისთვის გამამართლებელი განაჩენის დადაგენა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ბიწაძეს მსჯავრი უსაფუძვლოდ ჰქონდა დადებული.
სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე დააკმაყოფილა, თუმცა მის მიერ მიცემულ ჩვენებას ბადრი ბიწაძის საქმეზე გავლენა არ მოუხდენია.
სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება