სიახლეები
მეუღლის მკვლელი პატიმრობაში რჩება

[ 2011-10-26 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სრულად აგებს პასუხს. სააპელაციო პალატამ ელენე ჯავახიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
საქმის მასალების თანახმად 15 წლის ე.ჯავახია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ. ვ. რომელიც მან ,,სკაიპის’’ მეშვეობით გაიცნო. ერთთვიანი თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის კონფლიქტი რამდენჯერმე წარმოიშვა.
2010 წლის 29 სექტემბერს, მორიგი კამათის დროს, ჯავახიას განმარტებით იგი მეუღლეზე განაწყენდა და საკუთარი მშობლების სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მეუღლემ მას სახლიდან წასვლის უფლება არ მისცა, რის გამოც მათ შორის დაწყებული კამათი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ჩხუბის დროს ე. ჯავახიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს სამზარეულოს დანით გულმკერდის მარცხენა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობისგან კ. ვ. ადგილზე გარდაიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ე. ჯავახიამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ღია სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი მეუღლე მასზე მუდმივად ეჭვიანობდა და მეგობრებთან მობილური ტელეფონით კონტაქტს უკრძალავდა. ქმრის აკძალვის მიუხედავად, ე. ჯავახია მაინც ახერხებდა თავის ძველ მეგობართან სატელეფონო კონტაქტს. ეს უკანასკნელი კი, მეუღლესთან გაყრას და მასთან თანაცხოვრებას ჰპირდებოდა.
საქალაქო და სააპელაციო ინსტანციებში ბრალდებული გამართლებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ მან მეუღლის მკვლელობა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, აუცილებელი მოგერიების მიზნით ჩაიდინა.
სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის ჩვენება, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა ე. ჯავახიას ბრალეული ქმედება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სადაც სრულად იყო გაითვალისწინებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, რის საფუძველზეც ე. ჯავახიას 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. კანონის მოთხოვნის თანახმად არასრულწლოვნს სასაჯელი 1/3 შეუმცირდა და საბოლოოდ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება