სიახლეები
სრულად დაკმაყოფილებული აპელაცია

[ 2012-03-29 ]NEW

სოციალურად დაუცველ პირს სასჯელის მინიმალური ზომა განესაზღვრა

სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით ამ კატეგორიის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა.
მსჯავრდებულ ნ. მამსიკაშვილს რაიონულმა სასამართლომ 3000 ლარიანი ჯარიმა გაუფრთხილებლობით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დააკისრა.
საქმის მასალების თანახმად ნ. მამსიკაშვილს შელაპარაკება მოუხდა საკუთარ ძმასთან რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს დაზარალდა არსენ მამსიკაშვილი, რომელმაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სააპელაციო საჩივრით აპელნტი სასჯელის ზომად ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრას ითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის გარემოება რომ ნ. მამსიკაშვილი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში, ამასთან ჰყავს მეუღლე და ეპილეფსიით დაავადებული შვილი.
სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულს ჯარიმის ოდენობა 2500 ლარით შეუმცირა და სასჯელის საბოლოო ზომად 500 ლარი განუსაზღვრა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება