სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

[ 2012-05-30 ]

დღეს, 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის სასამართლო პარტნიორობის დამყარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლო პარტნიორობის პერსპექტივები. დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე დამსწრე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდიუმსა და სასამართლო ერთეულებში საქმის გადანაწილების ზოგადი ჩარჩოები გააცნო, ხოლო ქართულმა მხარემ სტუმრებს ქართული სასამართლო რეფორმა გაუზიარა.
ხვალ, უზენაეს სასამართლოში ოფიციალური საზეიმო ღონისძიება გაიმართება და ხელი მოეწერება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის სამხარეო უმაღლეს სასამართლოს შორის სასამართლო პარტნიორობის დამყარების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქსონიის თავისუფალი მხარის იუსტიციისა და ევროპისათვის სახელმწიფო სამინისტროს ერთობლივ განცხადებას.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება