სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა დადგენილება უკანონო შემოწირულობებთან დაკავშირებით

[ 2012-07-14 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 13 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა დავით ბაციკაძის, ზაალ გოგსაძის, გიგა ბუკიას, გივი რამაზაშვილის, ბიძინა გუჯაბიძის, კახა ჩაკვეტაძის, ლევან ჩიჩუას, მარინა ნადირაძის, ავთანდილ დავითაძის, ირმა დავითაძის, გიორგი მოსიაშვილის, მაია თანიაშვილის, ირაკლი ჭუბაბრიას, ბადრი ცინცქილაძის, ალექსანდრე შალამბერიძის საჩივრები და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 08 ივლისის დადგენილება.

სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტები, მათი და ოჯახის წევრების შემოსავლების თაობაზე, რაც დასაშვებად იქნა ცნობილი და დაერთო საქმეს, როგორც მტიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორებმა განახორციელეს თუ არა შემოწირულება, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პირი ვალდებულია დაადასტუროს შემოწირულების სახით გადარიცხული თანხის წარმომავლობა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ვერ იქნა დადასტურებული განხორციელებული შემოწირულების წარმომავლობა.

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზეა დავით ბაციკაძის, ზაალ გოგსაძის, გიგა ბუკიას, გივი რამაზაშვილის, ბიძინა გუჯაბიძის, კახა ჩაკვეტაძის, ლევან ჩიჩუას, მარინა ნადირაძის, ავთანდილ დავითაძის, ირმა დავითაძის, გიორგი მოსიაშვილის, მაია თანიაშვილის, ირაკლი ჭუბაბრიას, ბადრი ცინცქილაძის, ალექსანდრე შალამბერიძის მიერ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 34 2–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარაღვევის ჩადენის ფაქტი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება