სიახლეები
ინოვაციური მიდგომები სასამართლო ადმინისტრირებისადმი

[ 2012-09-20 ]NEW

კიევში, 2012 წლის 10-12 სექტემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ინოვაციური მიდგომები სასამართლო ადმინისტრირებისადმი“.

კონფერენცია შეეხებოდა შემდეგ აქტუალურ თემებს:
- „სასამართლო ადმინისტრირების სისტემები“;
- „სტრატეგიული დაგეგმვა სასამართლო ხელსუფლებაში“;
- „სასამართლოს წარმატებული საქმიანობა და მენეჯმენტი“;
- „საკომუნიკაციო პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლებაში“;
- „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასამართლო პროცესში“;
- „სასამართლოს ბიუჯეტირება: უკრაინული და საერთაშორისო გამოცდილება”;
- „HR-ი და პროფესიული განვითარება”;
- „შემდეგი ნაბიჯები უკრაინაში სასამართლოს ადმინისტრირების გაუმჯობესებისათვის”;

საქართველოს სასამართლოების დელეგაციამ კონფერენციაზე წარმოადგინა ორი პრეზენტაცია:
- „სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერება”;
- „თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სხდომის დარბაზებისათვის”.

პრეზენტაციების დროს ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ ინოვაციური მიდგომებზე, რომლებიც დანერგილია საქართველოს სასამართლოებში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები უტილიზების მხრივ. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს სასამართლოების შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდი (ინტრანეტი), საქართველოს სასამართლოები სოციალურ ქსელებში, საქართველოს სასამართლოები Google Map-ზე, ვიდეოკონფერენციის სისტემის გამოყენება და ა.შ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება