სიახლეები
საჯარო ლექცია-დისკუსია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში

[ 2012-11-16 ]NEW

2012 წლის 15 ნოემბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ჩაატარა საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე:

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიები − 2004 წლიდან განხორციელებული რეფორმები და ახალი გამოწვევები“.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ირაკლი კორძახია და საადვოკატო კომპანია „vbat-ის“ პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე.

ვალერი ცერცვაძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის პირველ ნაწილში აღწერილ იქნა 2004 წლიდან 2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის მხრივ მიღწეული წარმატებები. პრეზენტაციის მეორე ნაწილში ვალერი ცერცვაძემ ისაუბრა სასამართლო ხელისუფლების წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საზოგადოებრივი ნდობის განვითარებაზე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის რეგულირებაზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის აპოლიტიკური ფორმირების შემდგომ სრულყოფაზე, სამოსამართლო ეთიკასა და საქმის ზეპირი მოსმენის აუდიო და ვიდეო ჩაწერაზე.

შეხვედრის მეორე გამომსვლელმა − ირაკლი კორძახიამ წარმოადგინა პრეზენტაცია 2004 წლიდან დღემდე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმეების სტატისტიკის შესახებ, ასევე ისაუბრა სამოქალაქო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის თემაზე.

შეხვედრის ბოლო გამომსვლელმა − დავით კვაჭანტირაძემ ისაუბრა სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და განაჩენების დასაბუთებულობაზე.

შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

დისკუსია და მთლიანად შეხვედრა პროდუქტიული იყო მისი ყველა მონაწილისათვის. შეხვედრის ბოლოს გამოითქვა სურვილი, რომ ანალოგიურ ფორმატში შემდგომშიც გაგრძელდეს დიალოგი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება