|
სიახლეები |
|
საქართველოს სასამართლოების პორტალი
[ 2012-12-25 ]NEW
სასამართლო ხელისუფლებაში ამოქმედდა ინოვაცია − საქართველოს სასამართლოების პორტალი.
საქართველოს სასამართლოების პორტალმა ერთ ვებ-გვერდში გააერთიანა სასამართლო ხელისუფლების შესახებ თქვენთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია. ამიერიდან ნებისმიერი სასამართლოს საკონტაქტო მონაცემის, მოხელეთა სიის, სხდომათა განრიგისა და სხვა ინფორმაციის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ ერთ მისამართს − www.court.ge.
პოტალი შეიცავს ყველა სასამართლოს ინდივიდუალურ გვერდს. სპეციფიკური ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შესაბამისი სასამართლოს ვებ-გვერდზე გადასვლით.
გარდა ამისა, პორტალი გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, მათ შორის:
- საქართველოს სასამართლოების ინტერაქტიულ რუკას,
- ჩანართს „იპოვე“,
- ტექნიკური და პროცესუალური ხასიათის ონლაინ კონსულტაციას,
- ინტეგრირებულ იურიდიულ ლექსიკონს,
- ყველა სასამართლოს Google Map-ზე
და ა.შ.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს სასამართლოების პორტალი აამაღლებს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხსა და ეფექტურობას.
საქართველოს სასამართლოების პორტალი − უფრო მარტივი კომუნიკაცია. |
|
|
|
|
|