სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

[ 2013-05-01 ]

2013 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის პირობების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სამართლის პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან სასამართლო სისტემას, მისი ფუნქციონირების სამართლებრივ და ორგანიზაციულ ასპექტებს. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს მომავალი თაობის იურისტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების მიერ საჯარო ლექციებს ჩატარებას სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ თემებზე.

დაგეგმილია რამდენიმე სხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლო საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად განიხილავს ხელი შეუწყოს სამართლებრივი განათლების განვითარებას.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება