სიახლეები
მზრუნველობამოკლებული ბავშვები სასამართლოში



ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორგანიზებით, ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ მზრუნველობამოკლებული აღსაზრდელებისათვის მოეწყო ტური მართლმსაჯულების სისტემაში.

პირველად ბავშვები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ. თავმჯდომარის ბიუროს მოხელეებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სასამართლოს შენობა, სხდომის დარბაზები, სამართლებრივი ძეგლების ფოლიანტების გამოფენა, შემდეგ კი მოკლე პრეზენტაციების ფორმატში გააცნეს სასამართლო სისტემის ორგანიზების, მოსამართლის დამოუკიდებლობის, სამოქალაქო და სისხლის სამართალში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ ბავშვები ესტუმრნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოინახულეს ახლადგახსნილი მართლმსაჯულების მუზეუმი.

საქართველოს სასამართლოები მოწოდებულია ხელი შეუწყოს ახალი თაობის სამართლებრივი ცნობიერების განვითარებას.

ყველა ბავშვს ვულოცავთ 1 ივნისს.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება