სიახლეები
სტაჟიორთა შერჩევის I ეტაპის (ტესტირების) განრიგი
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2013-06-21 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს ატარებს ორ ეტაპად - ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით.

25-26 ივნისს ჩატარდება კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების ელექტრონული პროგრამის გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს კონკურსანტს ტესტის დამთავსებისთავანე შეიტყოს მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი.

თითოეული კონკურსატს მოეთხოვება 50 წუთის განმავლობაში უპასუხოს 40 ტესტს. თითოეული ტესტი შეიცავს ერთი სწორს პასუხს ოთხი სავარაუდო ვარიანტიდან. ტესტები შედგენილი არის სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

თუ თქვენ ხართ კონკურსანტი, გაეცანით მიმაგრებულ ფაილში მოცემულ განრიგს, იპოვეთ თქვენი თავი სიაში, დაიმახსოვრეთ ტესტირების თარიღი და დრო.

გთხოვთ, არ დააგვიანოთ. ტესტირება დაიწყება განრიგით ზუსტად განსაზღვრულ დროს.
ტესტირებაზე დაშვებისათვის აუცილებელია წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება