სიახლეები
სამოქალაქო მართლმსაჯულების დღე

[ 2013-10-25 ]NEW

25 ოქტომბერი ევროპის საბჭოს მიერ სამოქალაქო მართლმსაჯულების დღედ არის აღიარებული. ეს დღე სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მისი აღნიშვნის უმთავრესი მიზანია მოხდეს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების დაახლოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო უერთდება ამ სიმბოლური თარიღის აღნიშვნას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც სასამართლოს, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ვიზრუნოთ მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ხელი შევუწყოთ მათ აქტიურ ჩართვას სასამართლო რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში.

აღნიშნული მიმართულებით, სხვა აქტივობებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტარდება საგანმანათლებლო ტურები.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩვენს სასამართლოს გორის მე-3 საჯარო სკოლის 25 მოსწავლე და მათი მასწავლებლები ეწვივნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და მოისმინეს სასამართლოს მოხელეთა პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: ქართული სამართლის ისტორია; თანამედროვე ქართული სასამართლოს სისტემა; საქართველოს სასამართლოების ატრიბუტიკა; არასრულწლოვანთა უფლებები ევროპის ქვეყნებში; არასრულწლოვანთა უფლებები საქართველოში; დანაშაული, სასჯელი და აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

მიგვაჩნია, რომ ახალ თაობას უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემისა და ამ სისტემაში მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. იმედი გაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანას ჩვენც შევძლებთ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება