სიახლეები
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაბადების დღეა - ჩვენ 8 წელი შეგვისრულდა
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2013-11-01 ]NEW

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი თბილისის საოლქო სასამართლო. სასამართლო რეფორმის ფარგლებში რომელიც 2005 წელს დაიწყო, სასამართლოს შენობას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია. განახლდა და გარემონტდა სასამართლო სხდომის დარბაზები, ისინი აღიჭურვა აუდიო ოქმის წარმოების, ვიდეოკონფერეციისა და ვიზუალური პრეზენტაციის სისტემებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად არის ჩართული სასამართლო რეფორმის პროცესში. სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა მომსახურების მაღალი ხარისხისა და იურიდიულ განათლების განვითარებას.

რეფორმის შემდგომ სასამართლოში შეიქმნა ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები); სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა; საქართველოს სასამართლოების შიდა საინფორმაციო საიტი (ინტრანეტი); ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი; საქმეთა მართვის პროგრამა; სარჩელისა და საჩივრის ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე; საჯარო შეტყობინების პროგრამა;

სწორედ 2005 წლის განხორციელებული რეფორმის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ყველი წლის 1 ნოემბერს მისი ახალი სტატუსით ამოქმედების დღეს აღნიშნავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ყველას ულოცავს ამ თარიღს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ 8 წლის მანძილზე ღირსეულად ვემსახურეთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება