სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა

[ 2013-11-04 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტ თეონა ქ-ს საჩივარი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 29 ოქტომბერს გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და აღნიშნული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აპელანტი თეონა ქ. ქალაქ თბილისის მერიისგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე – ნანა კობახიძის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 10 აპრილის №443 განკარგულება თეონა ქველაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად აპელანტი თეონა ქ. აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

ასევე ქ. თბილისის მერიას თეონა ქ-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრა 3 თვის სარგოს ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.




[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება