სიახლეები
სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის 14 ნოემბრამდე გადაიდო

[ 2013-11-11 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას და სხვათა საქმის მორიგი პროცესი შედგა. დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარემ წაიკითხა დასკვნითი სიტყვა, საქმის სიდიდიდან გამომდინარე დასკვნითი სიტყვა 110 გვერდს წარმოადგენდა. ბრალდების მხარე მას თითქმის სამი საათის მანძილზე კითხულობდა.

შეგახსენებთ, რომ საქმის მასალებით, ბაჩანა ახალაიას ბრალი ედებოდა: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ორი ეპიზოდის ჩადენაში. (საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით).
აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში, აქედან ერთი ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 25-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით), ხოლო მეორე ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ს 25-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით) და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ს 25-ე მუხლით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩანა ახალაია გაამართლა.

რაც შეეხება სხვა პირებს, ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე საქალაქო სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,”ა” და ,”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ხოლო, ბრალდებულ ზურაბ შამათავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით (პაატა პაატაშვილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება