სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა

[ 2013-12-04 ]NEW

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაიასა და სხვა მიმართ განხილულ საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

საქმისადმი მაღალი ინტერესის გამო, გთავაზობთ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.

სასამართლომ დ ა ა დ გ ი ნ ა: ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენში ცვლილება იქნეს შეტანილი.

ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტით, 25-143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით, და 25,1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბაჩანა ახალაიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

გიორგი კალანდაძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (ვაზიანის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გიორგი კალანდაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სენაკის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3(სამი)თვის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გიორგი კალანდაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

მერაბ კიკაბიძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით და 25,1441 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაგა მკურნალიძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაგა მკურნალიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

მანუჩარ დარასელია უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მანუჩარ დარასელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია

გიორგი კინწურაშვილი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გიორგი კინწურაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.(სენაკის ეპიზოდი)

ალექსანდრე გორგაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1(ერთი)წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად ¼ -ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 9(ცხრა)თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ალექსანდრე გორგაძეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2012 წლის 14 ნოემბრიდან - 2012 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ალექსანდრე გორგაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

ზურაბ შამათავას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება(ვაზიანის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1(ერთი)წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად ¼ -ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 9(ცხრა)თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

ზურაბ შამათავას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (პ.პაატაშვილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1(ერთი)წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად ¼ -ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 9(ცხრა)თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 9(ცხრა)თვით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრედებულ ზურაბ შამათავას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2012 წლის 7 ნოემბრიდან - 2012 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზურაბ შამათავას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

გამართლებულებს განემარტოთ უფლება აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება