სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გიორგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების და პროკურატურის საჩივრები

[ 2013-12-26 ]NEW

მოსამართლე გიორგი მიროტაძის 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/790-13 განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურორ მალხაზ კაპანაძის (პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით) და ბრალდებულ გიორგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გიზო უგლავას, გიორგი გელხაურის და ბექა ბასილაიას (აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ან ალტერნატივის სახით პირადი თავდებობის გამოყენების მოთხოვნით) საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველის 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე (ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ).

მოსამართლე გიორგი მიროტაძის 2013 წლის 26 დეკემბრის №1გ/791-13 განჩინებით, ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველის 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე, ბრალდებულ გიორგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გიზო უგლავას, გიორგი გელხაურის და ბექა ბასილაიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.


[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება