სიახლეები
სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება

[ 2013-12-27 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა აპელანტ დ. ლ.-ს მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 25 იანვრის ბრძანების ბათილაც ცნობის შესახებ.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, დ. ლ.-ს შეუწყდა ქალაქ თბილისის №51-ე საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილება. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია, დ. ლ.-ს აუნაზღაუროს 2013 წლის თებერვლიდან 2013 წლის 25 ივლისამდე იძულებითი განაცდური ხელფასი თვეში 1550 ლარის ოდენობით.

2012 წლის ივნისის თვიდან თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა აუდიტორული შემოწმება. 2012 წლის 24 დეკემბერს ხელი მოეწერა შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შედგა აუდიტის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი. ამ უკანასკნელის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №20 ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.

სამეურვეო საბჭოს 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად არ ჩათვალა, დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. იმავე დღეს, 2012 წლის 25 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება №51-ე საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა რის საფუძველზეც მიმართა სასამართლოს.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება