სიახლეები
საშობაო აქცია

[ 2014-01-08 ]NEW

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო და საქართველოს მოხელეთა პროფესიული ასოციაცია ძეგვში, "გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს" საქველმოქმედო აქციით ეწვია.
თბილისის სააპელაციოს სასამართლოს და საქართველოს მოხელეთა პროფესიული ასოციაციის ინიციატივით, ცენტრის ბავშვებს საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.
სასამართლო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კომპანია "ეკოფუდს", რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ ბავშვებს სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტები აჩუქა.
"გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი" 7 წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შეიქმნა. ამ მომენტისათვის ბავშვთა ცენტში 15 მოზარდია, ბევრი მათგანი ცენტრში მშობლებთან ერთად არის დამკვიდრებული.
ცენტრის აღსაზრდელებს სხვადასხვა ტიპის სოციალური და ჯანმრთელობი პრობლემები აწუხებთ. ბევრი მათგანი ფსიქიკურ დაავადებებს ებრძვის, ზოგსაც მეტყველების პრობლემები აქვს, თუმცა ყველა მათგანს განსაკუთრებული სითბო და სიყვარულის გამოხატვის უნარი აერთიანებთ.



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება