სიახლეები
სასამართლო ტური

[ 2014-02-03 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს "სასამართლო ტურის" პროექტის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის 1-ლი და მე-2 კურსის სტუდენტები.

სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მოხელეებმა სტუდენტებს გააცნეს საქართველოს სასამართლოებისა და კონკრეტულად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურა, სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის თავისებურებები.

პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.

სასამართლო ტურის პროექტი დაიწყო 2013 წლის ნოემბრის თვეში. პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე ეწვია სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისა და უნივერსიტეტების სტუდენტთა 10 ჯგუფი.

პროექტი მიზნად ისახავს გაუზიაროს ახალ თაობას ინფორმაცია სასამართლოს ინსტიტუციური როლისა და ფუნქციების შესახებ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება