სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 23 დღის ჩვილის 16 წლის დედა დარბაზიდან გაუშვა

[ 12.06.2008 ]

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გვანცა კელენჯერიძის სამართლო პროცესი თბილისის სააპალაციო სასამართლოში 2008 წლის 12 ივნისს გაიმართა. 16 წლის მსჯავრდებულს ბრალი ქურდობისთვის ედება. არასრულწლოვანი 2007 წელს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდობისთვის გაასამართლა და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი გამოსაცდელი ვადით დაუდგინა. გვანცა კელენჯერიძე მეორედ 2008 წელს ისევ ქურდობისთვის, კვლავ ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა. აღნიშნული დანაშაული მან პირველი განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა. ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2008 წლის განაჩენით დადგენილ სასჯელს 2007 წლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1-ი წელი და 6 თვე დაემატა. საბოლოოდ გვანცა კელენჯერიძეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

2008 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლი სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა მსჯავრდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა და სასჯელის მოხდა გადაუვადა.

გათავისუფლების მოტივად მოსამართლემ მსჯავრდებულის არასრულწლოვნება და ახალშობილის კეთილდღეობა მიიჩნია. მომავალი თაობა ციხის პირობებში არ უნდა იზრდებოდეს.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება