სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის წყალობით 20 წლის დედას სასჯელი 8 წლით შეუმსუბუქდა

[ 29.02.2008 ]

2008 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 წლის მსჯავრდებულის, ნათია იმერლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იგი მსჯავრდებულ იქნა თაღლითობისთვის, ქურდობისა და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. მსჯავრდებულს სასჯელის სახით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და 9500 ლარი ჯარიმა მიესაჯა. ნ.იმერლიშვილმა აღნიშნული დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩაიდინა, რის საფუძველზეც მის მიერ ციხეში მოსახდელ სასჯელს პირველი ნასამართლობის დროს მისჯილი 9 წელი, 3 თვე და 22 დღე დაემატა. საბოლოოდ ნ.იმერლიშვილს სასჯელის სახით 26 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საქმე მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა. დაცვის მხარის მოთხოვა მსჯავრდებულის ქურდობის ნაწილში გამართლება, ხოლო თაღლითობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ნაწილში უცვლელად დატოვება იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მოსამართლე მაია ივანიძის თავმჯდომარეობით, მოსამართლეების მაია თეთრაულის, ნაირა გიგიტაშვილის მონაწილეობით, ნათია იმერლიშვილი ქურდობის ნაწილში გაამართლა და სასჯელი 8 წლით შეუმსუბუქა, რადგან ქურდობის ნაწილში მისი ბრალეულობა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ იქნა გამყარებული.

სასამართლო კოლეგიამ ნ.იმერლიშვილს შემამსუბუქებელ გარემოებად დანაშაულის ჩადენის დროს მისი არამყარი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა მიიჩნია, რაც მსჯავრდებულის ორსულობით იყო განპირობებული, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ნ.იმერლიშვილი მცირეწლოვანი _ 11 თვის ჩვილის დედაა.

კანონის თანახმად, მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოებად, მის მიერ ახალი დანაშაულის პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენა ჩაითვალა.

26 წლის, 3 თვისა და 22 დღის ნაცვლად ნათია იმერლიშვილი ციხეში 18 წელს, 3 თვესა და 22 დღეს გაატარებს.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება