სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 24 წლის ახალგაზრდას სასჯელი 9 წლითა და 6 თვით შეუმცირდა

[ 30.10.2008 ]

2008 წლის 30 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ კახაბერ თედლიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მსჯავრი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარება, დამზადება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში დაედო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს ჩადენილი დანაშაულისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახაბერ თედლიაშვილის საქმე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა. საჩივარში მსჯავრდებული ობიექტურ განაჩენს ითხოვდა.

სასამართლო კოლეგიამ მოსამართლეების _ მზია ლომთათიძის, მარინა ხოლოაშვილის, სხდომის თავმჯდომარის – რუსუდან ჭანტურუძის შემადგენლობით, 24 წლის მსჯავრდებულს Gპატიმრობის ვადა 9 წლითა და 6 თვით შეუმცირა.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, კ.თედლიაშვილი გამართლდა იარაღის უკანონო დამზადებაში, რომლისთვისაც მას 6 წელი ჰქონდა მისჯილი, აგრეთვე სასჯელი შეუმცირდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის, რომლისთვისა მას 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 24 წლის მსჯავრდებული ციხეში 23 წლის ნაცვლად 13 წელსა და 6 თვეს გაატარებს.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება