სიახლეები
მსჯავრდებულს 20 წლიანი სასჯელი 10 წლით შეუმსუბუქდა

[ 27.11.2008 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 27 ნოემბერს მსჯავრდებულ მინდია მინდიაშვილის საქმე განიხილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მინდია მინდიაშვილს ბრალი ყაჩაღობის 3 ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებოდა. მას სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და მსჯავრდებულის ყაჩაღობის 2 ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გამართლება ითხოვა.

მსჯავრდებულმა ყაჩაღობის ერთ ეპიზოდში თავი დამნაშავედ სცნო, რისთვისაც მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სხდომის თავმჯდომარის - ნაირა გიგიტაშვილის, მოსამართლეების – მანუჩარ კაპანაძისა და დიმიტრი მჭედლიშვილის მონაწილებით, მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

განაჩენით სასამართლომ მინდია მინდიაშვილი უდანაშაულოდ სცნო ყაჩაღობის 2 ეპიზოდში, აგრეთვე თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და 20 წლიანი სასჯელი 10 წლით შეუმსუბუქა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება