სიახლეები
პატიმრობას მსჯავრდებული ალიბით გადაურჩა

[ 23.01.2009 ]

ვალერიან ჯიქიძეს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა 2006 წლის სექტემბერში ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის მიესაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯიქიძე 3 წლის წინ ყაჩაღობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გაასამართლა.


მსჯავრდებულმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გამართლება ითხოვა. დაცვის მხარის მტკიცებით, 2006 წლის მაისის თვიდან ნოემბრის თვემდე მსჯავრდებული აღნიშნულ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, რადგან ამ პერიოდში იგი სასჯელს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისთვის რუსეთის ფედერაციაში იხდიდა კობა ცქიფურიშვილის სახელით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენიათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგინა, რომ 2004 წელს ვალერიან ჯიქიძემ ქუთაისის საპასპორტო სამსახურში ნამდვილად დაამზადა კობა ცქიფურიშვილის სახელზე საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი, რომლითაც არაერთხელ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.

პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა რუსეთის ფედერაციიდან მიღებული დოკუმენტები _ განაჩენის ასლი კობა ცქიფურიშვილის მიმართ, ვისი სახელითაც სარგებლობდა ვ.ჯიქიძე რუსეთში, თითის ანაბეჭდები და კობა ცქიფურიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა, რაც დანაშაულის ჩადენის პერიოდისთვის რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტზე მიუთითებდა.

დაცვის მხარის ალიბი თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის ფედერაციაში გადაამოწმა. შედეგად უტყუარად დადასტურდა რომ, ვალერიან ჯიქიძე მართლაც სარგებლობდა ყალბი საბუთებით და 2006 წლის მაისიდან მართლაც იხდიდა სასჯელს რუსეთში ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისთვის.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ სხდომის თავმჯდომარის _ მანუჩარ კაპანაძის, მოსამართლეების _ მაია თეთერაულის, ნაირა გიგიტაშვილის მონაწილებით, გაამართლა მსჯავრდებული ვალერიან ჯიქიძე და 21 წლიანი სასჯელი მოუხსნა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება