სიახლეები
ადმინისტრაციული დავა კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ გადაწყდა

[ 18.03.2009 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი სიმონ ყურაშიძისათვის 58 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სიმონ ყურაშიძეს სადაო მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელობაში უნდა დარჩეს, რადგან მან მიწის ნაკვეთი შეიძინა აუქციონზე და კანონიერი ნდობა გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.
დავა გამოიწვია იმან, რომ ობიექტის ფასი არ შეიცავდა მასზე არსებული ნარგავების ღირებულებას, რის გამოც, მყიდველის მიერ გადახდილი ფასი არ შეესაბამებოდა ობიექტის რეალურ ფასს. ამასთანავე, სიმონ ყურაშიძე წინააღმდეგი არ იყო დამატებით გადაეხადა ნარგავების ღირებულება.
სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, სცნო სიმონ ყურაშიძის კანონიერი უფლება მიწის ნაკვეთზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაავალა, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის Fფაქტობრივი გარემოებანი და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევა, არამედ 2008 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილულ საქმეთა ნახევარი ფიზიკური პირების სასარგებლოდ დასრულდა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამასხური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება