სიახლეები
14 წლით შემსუბუქებული სასაჯელი

[ 10.04.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 10 აპრილს რამდენიმე დაშაულში ბრალდებული რამაზ ზარნაძისა და სერგო ქურცაძის საქმის მოსმენა დასრულდა.

რ. ზარნაძესა და ს. ქურცაძეს ბრალად ედებოდათ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის ორივე პატიმარს 25-25 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. მათი მტკიცებით, საქმეში არ მოიპოვება რ.ზარნაძისა და ს.ქურცაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის უტყუარი მტკიცებულებები, მათ აგრეთვე მიუთითეს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მოწმეთა ურთიერთასაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე.

ადვოკატების მტკიცებით, ორივე ბრალდებული დანაშაულებრივი ფაქტის შემსწრენი და არა შემსრულებელნი იყვნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულებათა ერთობლივი გამოკვლევის შედეგად, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გაამართლა, მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და სასჯელი 14 წლით შეუმცირა.

სააპელაციო პალატის განაჩენით მკვლელობაში გამართლებული და ყაჩაღობისთვის გასამართლებული 2 მსჯავრდებული 25 წლის ნაცვლად ციხეში მხოლოდ 11 წელს გაატარებს.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება