სიახლეები
მსჯავრდებული ნაწილობრივ გამართლდა

[ 24.04.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქურდობის 2 ეპიზოდში მსჯავრდებული ნაწილობრივ გაამართლა და 13 წლიანი სასჯელი გაუნახევრა.

2008 წლის სექტემბერში წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევმა თამაზ მალამაშვილმა დედა-შვილის - მანანა კორკოტაძისა და ნიკოლოზ გათაშვილის საცხოვრებელი ბინა გაქურდა, საიდანაც მობილური ტელეფონი, აუდიო მაგნიტოფონი და ტანსაცმელი მოიპარა. ქურდობიდან მეორე დღეს მან ცოლ-ქმრის - ლეილა სტეფანიანისა და მოსკო უსუპიანის საცხოვრებელ ბინაში ანალოგიური ქმედება ჩაიდინა, საიდანაც 2 მობილური ტელეფონი, ხელჩანთა და 53 ლარი მოიპარა.

დანაშაულებრივი წარსულის მ ქონე თ.მალამაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ქურდობის ორი ეპიზოდისთვის 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და სასამართლოს განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულის ქურდობის მეორე ეპიზოდში გამართლება ითხოვა. მისი მტკიცებით, თ.მალამშვილმა ნამდვილად ჩაიდინა დედა-შვილის ბინის ქურდობა, რასაც იგი აღიარებდა და ინანიებდა, ხოლო ცოლ-ქმრის ბინის ქურდობასთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია, რაც უტყუარი მტკიცებულებებითაც ვერ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა სრულად აღიარა დედა-შვილის გაქურდვის ფაქტი, ხოლო ცოლ-ქმრის გაქურდვაში მან თავი უდანაშაულოდ სცნო და გამართლება ითხოვა.

თბილისი სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მალამაშვილი მეორე ეპიზოდში უნდა გამართლდეს, რადგან საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, თ.მალამაშვილი 13 წლისა და 6 თვის ნაცვლად ციხეში მხოლოდ 6 წელს გაატარებს.


თბილისის სააპელაციო სასამართლო პრესსამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება