სიახლეები
დიალოგი მედიასა და სასამართლოს შორის

[ 12.10.09 ]

დაბა გუდაურში 9-11 ოქტომბერს ტრენინგ-სემინარი ,,დიალოგი მედიასა და სასამართლოს შორის~ გაიმართა. მოსამართლეებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ტრენინგები გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით უკვე მეოთხე წელია ტარდება. 2009 წლიდან განსაკუთრებული აქცენტი ტრენინგებში რეგიონული მედიისა და სასამართლოების ჩართვაზე გაკეთდა.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა და სასამართლოების თავმჯდომარეებმა, ასევე უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლეებმა.
სემინარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა მეიშვილმა და პროექტის კოორდინატორმა თეა კასრაძემ გახსნეს.
მოსამართლეებმა და ჟურნალისტებმა ისაუბრეს სასამართლოსა და მედიას შორის დიალოგის აუცილებლობაზე, პრობლემებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მონაწილეებს სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა. მონაწილეებმა იმსჯელეს მედია სამართალსა და სპიკერი მოსამართლის ინსტიტუტზე. განსაკუთრებული დრო დაეთმო საუბარს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას უკავშირდება.
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება